კონტრასტი

დიდი დიღომი

პროექტის შესახებ

„კონტრასტი დიდი დიღომი“ თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარებული საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამშენებლო პროცესითა და სრულყოფილად გამართული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა.

პროექტი ბარდება კომუნიკაციების, გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის სრული უზრუნველყოფით. ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინის ბუნებრივი ქვით, აივნები მოეწყობა მინითა და ცხაურით, დამონტაჟდება უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრები, რომლებიც არ ატარებს ხმაურს და ეფექტურია წელიწადის ოთხივე სეზონის მანძილზე.

კონტრასტი დიდ დიღომში ბინები მწვანე კარკასის კონდიციაში ბარდება.

რაც გულისხმობს:

  • შემოსაზღვრულ კონტურს შიდა ტიხრებით;
  • გარე კედლების შეფუთვას საიზოლაციო მასალით;
  • შიდა კედლების გალესვას გიპერის მასალით;
  • კონდიციონერის წერტილის გაყვანას;
  • გაზის მილის გაყვანას გათბობის ქვაბის ადგილთან;
  • ყველა ოთახში დაქსელილ ელექტროგაყვანილობას (არაუმეტეს 3 წერტილისა თითო ოთახში);
  • იატაკის მოჭიმვას ნახევრად-მშრალი ქვიშა-ცემენტის ხსნარით;
  • დაქსელილ გათბობის მილებს;
  • გარე პერიმეტრზე ჩასმულ, მაღალი ხარისხის მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯარას;
  • შესასვლელის, რკინის კარით უზრუნველყოფას;
  • ბინის სანტექნიკის ცენტრალური დგარებით გამართვას (ცივი წყალი, კანალიზაცია);
  • ცენტრალური სავენტილაციო დგარის არსებობას;
  • მოპირკეთებულ აივანს;
  • დასრულებულ ფასადს, სადარბაზოსა და სახურავს;
  • წყლის, ელექტრო და გაზმომარაგების ბინამდე მიყვანას;
  • კეთილმოწყობილ ტერიტორიას;
  • დასასვენებელი ადგილების არსებობას საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე და გამწვანებულ სივრცეს.
0 კვ.მ
საერთო ფართი
0
პარკინგი
0
ბინა

შესრულებული პროექტები

2017-2019 წ.

ბაგები

წყნეთის გზატკეცილი აშენდა 18 თვეში, მშენებლობის საერთო ფართი - 6231.5

2015 წ.

სანზონა

ქვიშხეთის ქუჩა #49, აშენდა 18 თვეში, საერთო ფართი - 5 000 კვ.მ .

2019-2022 წ.

ვაკე

ნ. ჟვანიას #72, აშენდა 48 თვეში, საერთო ფართი - 11 000 კვ.მ

გალერეა