ჩვენს შესახებ

კომპანია ContRust-ი აწარმოებს მეტალების ანტიკოროზიულ სამუშაოებს სილა-ჭავლური დამუშავების მეთოდით.
ContRust-ის მიზანია უმოკლეს დროში მოახდინოს მეტალების კოროზიისგან ან ნებისმიერი არასასურველი საფარისგან სრული ISO სტანდარტის SA1, SA2, SA2,5 და SA3-ის შესაბამისი გასუფთავება.
ერთის მხრივ სილა-ჭავლური წმენდის პროცესი საკმაოდ მარტივად გამოიყურება და მარტივად რომ ავხსნათ ის ძალიან მაღალი ჰაერის წნევის ნაკადისა და სპეციალური ფრაქციის აბრესივის ნაზავია, რომელიც მიმართულია გასაწმენდი ზედაპირისკენ, თუმცა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად.
კომპანია ContRust-ი აღჭურვილია უმაღლესი ხარისის ISO სტანდარტის მქონე გერმანული სილა-ჭავლური წმენდის დანადგარებით რომელიც უზრუნველყობს ყველაზე რთული ზედაპირების უმოკლეს დროში გასუფთავებას კოროზიისგან და ნებისმიერი არასასრუველი საფარისგან.
აღსანიშნავია რომ სილა-ჭავლური მეთოდით დამუშავების სპექტრი ძალიან დიდია, გამოიყენება როგორც ნებისმიერი მეტალებისგან კოროზიის სრულად მოსაშორებლედ ასევე საღებავის, ცემენტის, სხვადასხვა სახეობის ფითხის, ბიტუმის ან სხვა არასასურველი ნადებისგან გასასუფთავებლად, ასევე ხის, ქვის, მარმარილოს, ბაზალტის, აგურის, ფასადების და ა.შ გასასუფთავებლად.
სილა-ჭავლური მეთოდით კორიზიის სრული მოშორება მეტალებიდან სხვა მეთოდებისგან განსხვავებით არ აზიანებს მეტალების ზედაპირს, არ იწვევს მეტალის დათხელებას და მის გადაცხელებას, შესაბამისად დამუშავებული მეტალი არ კარგავს მის თვისებებს. დამუშავებული ზედაპირი არის სრულად გასუფთავებული და ხავერდოვანი ფაქტურის რაც მის შემდგომ დამუშავებას აადვილებს.
რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად მჟავების, ზუმფარის ქაღალდით (ე.წ შკურკით) ან ელექტრო მოწყობილობით (ბალგარკა, დრელი) და მასზე დამაგრებული მოსახვეწი დისკოთი ან ჯაგრისის დახმარებით დამუშავებულ ზედაპირებზე. საუბედუროდ ეს მეთოდები მაინც უძლურია კოროზიასთან ბრძოლაში რაც დიდი დროის და ფინანსების დანაკარგებთან არის დაკავშირებული.
სილა-ჭავლური მეთოდით მეტალების დამუშავება ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, განსაგუთრებით კი გამართლებულია სილა-ჭავლური მეთოდის გამოყენება რთული რელიეფური ზედაპირის მქონე ნივთების კოროზიისგან სრულად გასაწმენდად ასევე რთულად მისადგომ სივრცეებში სამუშაოდ.
კომპანია ContRust-ის დანადგარები მობილურია, რაც ასევე შასაძლებელს ხდის სასურველი ანტიკოროზიული სამუშაოს ჩატარებას მომხმარებლისთვის სასაურველ ადგილზე, განსაკუთრებით დიდ და სტაციონალური ნივთების გასაწმენდად მაგალითად ცისტერნების, ჭიშკრების, მესერების, ფასადების და სხვა.